30



30.1. თუ წესებით გათვალისწინებულ ვადაში, საპატიო მიზეზ(ებ)ის გარეშე, მოპასუხე არ წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელზე, ტრიბუნალი განაგრძობს საარბიტრაჟო განხილვას და სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობა არ განიხილება მოსარჩელის მოთხოვნების აღიარებად. იგივე წესი გამოიყენება, თუ მოსარჩელე არ წარადგენს შესაგებელს მოპასუხის შემხვედრ საარბიტრაჟო სარჩელზე.

30.2. თუ მხარე, წესებით გათვალისწინებულ ან ტრიბუნალის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს წერილობით ან სხვა სახის მტკიცებულებებს, ტრიბუნალი მიიღებს გადაწყვეტილებას მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.

 

 








უპირატესობები