3



 

3.1. DRC უფლებამოსილია განმარტოს წინამდებარე დებულების ნებისმიერი ნორმა თავისი ინიციატივით ან ერთ–ერთი მხარის განცხადების საფუძველზე. ტრიბუნალს ასევე შეუძლია განმარტოს დებულების ის ნორმები, რომლებიც ეხება ტრიბუნალის უფლებამოსილებას და ვალდებულებებს. განმარტებებს შორის ნებისმიერი წინააღმდეგობისას, უპირატესობა ენიჭება ტრიბუნალის განმარტებას.

3.2. DRC–ის მიერ წინამდებარე წესების შესაბამისად მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არის საბოლოო.

3.3. წინამდებარე წესებში, DRC–ზე მითითება წარმოადგენს მითითებას DRC–ის სტრუქტურულ ერთეულზე და/ან თანამდებობის პირზე, რომელიც სპეციალურად შექმნილია ან დანიშნულია წინამდებარე წესებში მოცემული ფუნქციების შესრულების მიზნით.

3.4. წინამდებარე წესებში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

 

ა)   DRC, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი - შპს „დავების განმხილველი ცენტრი“ (ს/კ 204547348), ინგლისური სახელწოდება - „Dispute Resolution Center” Ltd;

ბ) DRC–ის სასამართლო, სასამართლო –რომელიც წესებით განსაზღვრულ საკითხებზე იღებს გადაწყვეტილებას.

გ)   ტრიბუნალი, არბიტრაჟი - საარბიტრაჟო დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით დანიშნული ან დამტკიცებული არბიტრი ან არბიტრები;

დ) გენერალური მდივანი – DRC–ის სამდივნოს ხელმძღვანელი;

ე) სამდივნო- DRC–ის სტრუქტურული ერთელი, რომელიც ახორციელებს საარბიტრაჟო დავის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ადმინისტრირებას;

ვ) საარბიტრაჟო მოსარჩელე – პირ(ებ)ი, რომელმაც დავის გადასაწყვეტად მიმართა DRC–ს და განაცხადა მოთხოვნ(ებ)ა.

ზ) საარბიტრაჟო მოპასუხე – პირ(ებ)ი, რომლის მიმართაც მოსარჩელე აყენებს მოთხოვნ(ებ)ას;

თ) მხარე ან მხარეები – მოსარჩელე და, მოპასუხე ერთად და დამატებით მხარე ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ი) მოწმე – პირ(ებ)ი, რომელიც ჩვენებას აძლევს ფაქტობრივი გარემოების შესახებ;

კ) ექსპერტი – პირ(ებ)ი, რომელსაც გააჩნია სპეციალური ცოდნა;

ლ) სარჩელი ან შემხვედრი სარჩელი – მოსარჩელის განცხადება, რომელიც მოიცავს  მოთხოვნებს მოპასუხის მიმართ;

მ) შესაგებელი – სარჩელზე ან შემხვედრ სარჩელზე გაკეთებული პასუხი;

ნ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება –ტრიბუნალის მიერ საარბიტრაჟო საქმის განხილვის პროცესში მიღებული ნაწილობრივი და/ან საბოლოო გადაწყვეტილება.








უპირატესობები