დრო ფულია
დრო – ეს არის შეუფასებელი სიმდიდრე, რომელსაც ვერავინ დაგვიბრუნებს. სამართლებრივ სივრცეში მისი სიფრთხილით გამოყენება კი წარმატების ქვაკუთხედია. არბიტრაჟი წარმოდგენს სამართლებრივი დავების გადაწყვეტის ისეთ მექანიზმს, რომელიც დროსა და რესურსებს მაქსიმალურად ღირსეულად და ეკონომიურად იყენებს.
არბიტრაჟის ფუნდამენტური უპირატესობაა დროის ფასი. სწრაფი და მოქნილი პროცესი საშუალებას აძლევს მხარეებს, თავიდან აირიდონ სასამართლო პროცესის ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურები და მიიღონ დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება უმოკლეს ვადებში.
სწრაფი მსჯელობა არა მხოლოდ ამცირებს დავის ხანგრძლივობას, არამედ ქმნის ღირებულ გარემოს, სადაც მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ მათ პირად ან ბიზნეს აქტივობებს. არბიტრაჟი მართლაც რომ არის ის ალტერნატივა, სადაც "დრო ფულია" კონცეფცია იდეალურად ხორციელდება, სადაც ყოველი წამი შედეგზეა ორიენტირებული.
სიახლეების გამოწერა
თქვენ მიიღებთ სიახლეებს ელ. ფოსტაზე.
უპირატესობები
გონივრული ხარჯი
საარბიტრაჟო ხარჯების დაზოგვა და გონივრულად განსაზღვრა DRC-ის საქმის წარმოების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია და კონტროლდება DRC-ის სასამართლოს მიერ.
დამოუკიდებლობა
DRC-ი წარმოადგენს „საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა“ და პროფესიონალების მიერ შექმნილ ორგანიზაციას. მისი მმართველი სტუქტურა განაპირობებს საარბიტრაჟო განხილვას და არბიტრების სრულ დამოუკიდებლობას.
ელექტრონული არქივი
DRC-ის სამდივნო აწარმოებს, როგორც მხარეებისაგან მიღებულ, ასევე, საარბიტრაჟო განხილვის პროცესში შექმნილ დოკუმენტების ელექტრონულ არქივს, შედეგად ეს დოკუმენტები ინახება და მარტივად ხელმისაწვდომია მხარეთათვის.
ელექტრონული საქმის წარმოება
მხარეებს შეუძლიათ DRC-ის ვებგვერდზე არსებული სპეციალური პროგრამის გამოყენებით ელექტრონული ფორმით მიაწოდონ DRC-ის სამდივნოს საარბიტრაჟო სარჩელი და შესაგებელი, ასევე, ონლაინ რეჟიმში გაეცნონ საქმის მასალებს და მიიღონ საქმესთან დაკავშირებული სიახლეები, რაც ხელს უწყობს საქმის სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით განხილვას.